ვარკეთილში, კახეთის გზატკეცილზე, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან რამდენიმე მეტრში შსს-ს წარმომადგენლები არიან მობილიზებულები და გადაკეტილი აქვთ სავალი ნაწილი, ცენტრალური მაგისტრალი, რის გამოც მოქალაქეებს გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ.
პოლიციელები ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობენ, შესაბამისად, გაურკვეველია, კონკრეტულად რას ემსახურება უპრეცედენტო მობილიზება და საავტომობილო გზის გადაკეტვა.
წყარო: მთავარიტვ.