გურიაში, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა.
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გასული 24 საათის მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 16 შემთხვევაა გამოვლენილი.
ცნობისთვის, უწყებათშორისი საკორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 13 დეკემბრის მონაცემით- 40 შემთხვევა, 12 დეკემბრის მონაცემით – 114, 11 დეკემბრის მონაცემით- 82, 10 დეკემბრის მონაცემით -72, 9 დეკემბრის მონაცემებით- 93, 8 დეკემბრის მონაცემებით – 126, 7 დეკემბრის მონაცემით კი 32 ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული.