ლანჩხუთში კორონავორუსის 3 შემთხვევა დადასტურდა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნატო მენაღარიშვილის თქმით, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ინფიცირებულთან კონტატქში მყოფი პირია, 1 კი ინფიცირების ახალი შემთხვევაა.
სულ ლანჩხუთში ინფიცირების 1520 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1475 ადამიანი, გარდაცვლილია 16. აქტიურია ინფიცირების 29 შემთხვევა.
რაც შეეხება ინფიცირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მენაღარიშვილი ამბობს, რომ ვირუსი მსუბუქ ან საშუალო სიმძიმის ფორმებში აქვთ.