ამ წუთებში, მთავრობის კანცელარიაში სამთავრობო ცვლილებებზე და სამინისტროების გაერთიანებაზე მსჯელობენ.
ამ დროის მომაცემებით, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო შეუერთდება; გაერთიანდება კულტურისა და სპორტის სამინისტროები; ასევე, მსჯელობენ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანებაზე.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გაერთიანებულ სამინისტროს ინფრასტრუქტურის ამჟამინდელი მინისტრი ზურა ალავიძე ჩაიბარებს _ ჩვენი ინფორმაციით, ეს ეკონომიკის და ენერგეტიკის გაერთიანებული უწყება იქნება ან სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის.
ასევე, საუბარია, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიუერთონ, თუმცა შეხვედრის მონაწილეების უმრვალესობა მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ისევ ცალკე უნდა იყოს.