https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში” (R)

8:10; 24.10.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები რეგიონის განვითარებისთვის” ახორციელებს პროექტს “ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში”, რომელიც ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქეთევან ხიდაშელი ამბობს, რომ 2017 წელს გაეროს ბოლო კვლევა ჩატარდა ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით _ აღმოჩნდა, რომ გურია არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე მიმართვიანობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ სადაც პოლიციის გამოძახება და მიმართვიანობა დაბალია, ყველაზე დიდი პრობლემები სწორედ იმ რეგიონშია. აქედან გამომდინარე, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გამოაცხადა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის პროექტების კონკურსი, საინფორმაციო კამპანიის მიმართულებით.

ქეთევან ხიდაშელი, “ქალები რეგიონის განვითარებისთვის”: “ამ პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა და დაგვიფინანსდა ორთვიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ყველა იმ ინსტიტუციასთან, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულია, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება მოახდინოს, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით გვემუშავა. მანამდე, წელიწადნახევრის უკან, ჩვენც გვქონდა მცდელობა, რომ ზუსტად ის ინსტიტუციების ცნობიერება აგვემაღლებინა, რომლებსაც ევალებათ კონკრეტულ ქეისებზე მუშაობა.

შეხვედრები პროექტის გარეშე ჩავატარეთ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ამ ინსტიტუციებს შორის კოორდინაცია რომ არ ხდება ხოლმე, ეს იწვევს დიდ პრობლემებს.

მაგალითად, როცა ჩვენ ვმუშაობთ რისკის ჯგუფის მქონე ქალებთან და ვცდილობთ მათ დარწმუნებას, რომ თავი დააღწიონ ამ მდგომარეობას. ეს ადამიანები არიან, ძირითადად, სოციალურად შეჭირვებულები. მატერიალური მდგომარეობა პირდაპირ კავშირში არ არის ოჯახში ძალადობასთან, მაგრამ მაინც, ძირითადად, ასეთ ოჯახებში იჩენს ხოლმე თავს ძალადობა.

ჩვენ ვმუშაობთ ქალებთან იმაზე, რომ როგორმე განაცხადონ ფაქტის შესახებ და დაიწყონ სამართლებრივი ბრძოლა. სოციალურ სააგენტოს როგორც კი მივმართავთ ხოლმე, ისინი ცდილობენ ოჯახის შენარჩუნებაზე იზრუნონ, რაც თავისთავად პრობლემაა.

ასეთი რამდენიმე ქეისი გვქონდა. მაშინ, შეხვედრაზე ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ვეცადეთ შეგვექმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შედგებოდა ამ სფეროსთან დაკავშირებული ყველა უწყების წევრებისგან. თანხმობა წამოვიდა, მაგრამ რაც არაფორმალურია, ის სისტემა არ მუშაობს ხოლმე. კანონმდებლობით ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად გაწერილი.

ოჯახში ძალადობა, თავისთავად, მოიცავს ბავშვზე ძალადობის ასპექტებსაც. ამიტომ სოციალური სააგენტო უფრო ამ კუთხით არის ჩართული. იმ ოჯახში, სადაც ძალადობა ხდება, ბავშვიც ავტომატურად ძალადობის მსხვერპლი ხდება და ახალი კანონის მიხედვით, ბავშვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსიც ენიჭება.

ამ პროექტმა კი მოგვცა შესაძლებლიბა, რომ ამ ინსტიტუციებთან გვემუშავა, როგორც ერთობლივად, ასევე, ცალ-ცალკე.

პირველი შეხვედრა პოლიციასთან გვქონდა _ ტრენინგი ჩაატარა კანონმდებელმა გია გოგიბერიძემ. საკმაოდ ეფექტური ტრენინგი გამოდგა, რადგან კონკრეტული ქეისები იქნა განხილული. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, საჭიროც აღარ არის სასამართლოს გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოწერასთან დაკავშირებით. ახლა უკვე უბნის ინსპექტორს შეუძლია, საკუთარი შეფასების საფუძველზე, გამოსცეს ეს დოკუმენტი. ამასთან დაკავშირებით სამართალდამცავებს ჰქონდათ ბევრი კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი ტრენინგი გაიარეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა ისეთი რგოლია, სადაც ყველაფერი ცენტრალიზებულია და აქაც კი, ოზურგეთში, თუ კონკრეტულ საკითხს რაიონული პოლიციის უფროსი არ გადაწყვეტს, რიგით პოლიციელს გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს.

პრობლემა სწორედ ეს არის, რომ ამ ტიპის ტრენინგებს ეს გადაწყვეტილების მიმღები პირები არ ესწრებიან, ესწრებიან ის პოლიციელები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ამიტომ ეს ვერ ცვლის სიტუაციას.

ამჯერად გვქონდა სამი უწყების გაერთიანებული ტრენინგი, მოწვეულები იყვნენ სამართალდამცავი სტრუქტურის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. თუმცა, გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე ვხვდებით, რომ როცა სხვადასხვა ინსტიტუციას ერთად ვუტარებთ ტრენინგს, აუცილებლად იკეტებიან და პრობლემებზე არ საუბრობენ ხოლმე. ამიტომ ცალსახად ჯობს, თითოეულ ინსტიტუციას ტრენინგი ცალ-ცალკე ჩაუტარო. შესაბამისად, გადავწყვიტეთ პოლიციასთან ტრენინგი დამატებით, უკვე ცალკე ჩავატაროთ. პრობლემაა ისიც, რომ ამ სახის ტრენინგებზე სამართალდამცავი ორგანოდან მუდამ ერთს და იმავე ხალხს უშვებენ დასასწრებად _ მათგან ზოგი შეიძლება იყოს კანცელარიის თანამშრომელი ან წელიწადში ერთხელ მოუწიოს მსგავს დანაშაულთან შეხება.

უნდა აღინიშნოს, რომ გაერთიანებულ ტრენინგს თვითმმართველობის წარმომადგენლებიც არ ესწრებოდნენ. როცა ჩვენი ორგანიზაცია კონკრეტულ პროექტს წერს, ვწერთ იმიტომ, რომ გარკვეული პრობლემების მოგვარებაზე ვიმუშაოთ და როცა ამდენი რესურსი იხარჯება, ძალიან გვინდა, ამან გარკვეული შედეგი გამოიღოს.

ამას ვერ ვიტყვით სოციალური მომსახურების სააგენტოზე, სადაც ტრენინგმა ძალიან შედეგიანად ჩაიარა. ტრენერები გვყავდა თავად ამ სისტემიდან, ჯანდაცვის სამინისტროდან _ ესე ცხაკაია და მარი წერეთელი. აშკარა იყო, რომ ტრენინგის მონაწილეებს გაცილებით ადეკვატური და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ჰქონდათ, რადგან კონკრეტულად მათი სისტემიდან, მათი უფროსები იყვნენ ჩამოსულები. ხოლო როცა არასამთავრობო სექტორს ჩამოყავს ექსპერტები, მათ არასერიოზულად ეკიდებიან.

ასევე, პრობლემაა მოძალადეების სარეაბილიტაციო პროგრამების არარსებობა. ეს არის სახელმწიფო ვალდებულება. ოჯახში ძალადობაზე კანონი ჩვენ 2006 წელს მივიღეთ, სადაც ჩაიწერა, რომ ის საკითხები, რაც კანონმდებლობით არ განისაზღვრება, დელეგირებით მიეცეს თვითმმართველობებს, რათა ამ პრობლემის გადაწყვეტა ადგილზე განახორციელონ. ამ საკითხებში შედიოდა მოძალადეთა სარეაბილიტაციო პროგრამები. თუმცა, ეს პროგრამა დღემდე არ ამუშავებულა.

ამავე პროექტის ფარგლებში გვქონდა სკოლებში, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ტრენინგები. ახლა დაგვრჩა ერთი სამიზნე ჯგუფი _ მერის წარმომადგენლები სოფლებში, რომლებიც, როგორც წესი, ტრენინგებზე არ მოდიან, ან თუ მოვლენ, აქვთ აშკარად საწინააღმდეგო დამოკიდებულებები.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის დასრულების შემდეგ, აუცილებლად სხვადასხვა ინსტიტუციების ჩართულობით ერთიანი სამოქმედო გეგმა დავსახოთ.

ჩვენს ქვეყანაში სისტემები, სამწუხაროდ, ჯერ კარგად არ მუშაობს და თუ პრევენციაზე გავაკეთებთ აქცენტს, ბევრად უკეთესი იქნება, რადგან ხანდახან მოძალადემაც არ იცის, რომ ძალადობს და რასაც აკეთებს, ეს ძალადობაა. ამაზე უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, არასამთავრობო სექტორმა, მედიამ და ა. შ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მსხვერპლი ქალის შემთხვევაში არის აღიარება _ ძალადობის ფაქტის აღიარება და იმის თქმა, რომ თავად მსხვერპლია. როცა ქალი ამ უხერხულობას გადალახავს და ამას აღიარებს, მერე უკვე ბრძოლაც უადვილდება”.

 

“სწავლის, მუშაობის და ადამიანებთან ურთიერთობის უფლება, ფაქტობრივად, ჩამორთმეული მქონდა”

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები ჩვენ ირგვლივ მრავლად არიან. ბევრი მათგანი ვერ აღიარებს, რომ ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობას განიცდის, ზოგს საზოგადოების რეაქციის ეშინია და საყოველთაო წნეხში მოხვედრას, ამჯობინებს მძიმე ვითარებას შეეგუოს და ბედს დანებდეს. თუმცა, არიან ქალები, რომლებიც ზოგჯერ საკუთარი ძლიერი ხასიათის, ხშირ შემთხვევაში კი, ქალთა ორგანიზაციების თანადგომით ახერხებენ და ძალადობრივ ურთიერთობებს თავს აღწევენ. მათთვის მომდევნო გამოწვევა დამოუკიდებლად ცხოვრება და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაა.

მოძალადე ქმარს დააღწია თავი ჩვენმა რესპონდენტმაც, რომელიც იმ გოგონების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ადრეულ ასაკში და უმეტესწილად წარუმატებლად ქორწინდებიან:

“ბედის ირონიით, მას პათოლოგიური სიმთვრალე აღმოაჩნდა, ორი წლით იყო ჩემზე უფროსი, მაგრამ ხშირად სვამდა და მერე სახლში ყველაფერს ამტვრევდა, მცემდა და მონასავით მექცეოდა. გათხოვების მეორე დღესვე მთვრალი დაჯდა საჭესთან და მანქანა დაამტვრია. ამის გამო, ისეთი სკანდალი მოაწყო, ვერ იფიქრებდი, რომ ჯანსაღი ფსიქიკის პატრონი იყო. ტირილი დავიწყე, ეს სად მოვხვდი,-მეთქი, მაგრამ უკვე გვიან იყო. 5 წელი ვიცხოვრე მასთან ერთად და უკვე ოთხი თვეა დავშორდით. სამი წლის გოგონა მყავს და მასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ.

მამამისი ჩუმი კაცი იყო, ეზოში მუშაობდა და არავის საქმეში არ ერეოდა. ბაბუა უკვე მოხუცი იყო, დედამთილმა კი ჩვენთან სამი წელი იცხოვრა, მერე კი საბერძნეთში წავიდა, თუმცა, ეს სამი წელი ჯოჯოხეთად მიქცია. თუკი რამეზე გამიბრაზდებოდა, თავის ნაჩუქარ ტანსაცმელს წამართმევდა და დამალავდა, ამის გამო რამდენჯერ ზამთარში შორტებით მივლია. ჩემი ქმარი ხასიათით მას ჰგავდა, ორივეს სურდა, რომ ყველას მათ ჭკუაზე გაევლო.

ჩემი ბავშვობის ოცნება იყო სტილისტი ვყოფილიყავი, გარდა ოცნებისა, მინდოდა სწავლა გამეგრძელებინა, რაღაც პროფესია რომ მქონოდა. ამიტომ ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯში ჩუმად დავრეგისტრირდი. რა თქმა უნდა, იქაც არ გამიშვა და ეს ინიციატივაც დიდი კონფლიქტით დასრულდა. არადა, უკვე ოთხ კედელში ცხოვრება აუტანელი იყო. სწავლის, მუშაობის და ადამიანებთან ურთიერთობის უფლება, ფაქტიურად, ჩამორთმეული მქონდა.

მცირე პერიოდით, ქმრისგან, როგორც იქნა, მაღაზიაში მუშაობის ნებართვა მივიღე და მუშაობა დავიწყე. პირველივე დღეს, როცა სამსახურიდან სახლში დავბრუნდი, მკითხა, აი, ხომ დაიწყე მუშაობა, საჭმელი რატომ არ მოიტანეო. არადა ხელფასი ძალიან მცირე, 180 ლარი მქონდა და ისიც ჩვენი შვილისთვის მინდოდა. ბავშვს ყველაფერი აკლდა და ყოველთვის მეზობლის ბავშვების ეხარბებოდა. ამის ყურება არ შემეძლო, ამიტომაც დავიწყე მუშაობა. ვიფიქრე, რომ ამ მცირე ხელფასით შვილისთვის ელემენტარულს მაინც გავაკეთებდი. იმის გამო, რომ ოჯახს და მეზობლებს არ ეთქვათ, მუშაობა დაიწყო და ოჯახი მიატოვაო, ყოველ ღამით, 3 და 4 საათზე ვწვებოდი, რომ დილისთვის ბავშვი მომზადებული დამეტოვებინა, სახლი დალაგებული მქონოდა და სადილიც წინასწარ გამემზადებინა. ჩემი ქმარი მაინც მეჩხუბებოდა, არა მხოლოდ ჩემი მიზეზით _ სხვებზეც რომ გაბრაზდებოდა, აგრესია, საბოლოოდ, ჩემზე გადმოჰქონდა.

გადაწყვეტილება რამდენჯერმე მივიღე, მაგრამ ვერ შევასრულე. ჩემი გათხოვილი მულებიც უწყობდნენ ხელს ჩვენს დაშორებას. მახსოვს, მამა რომ გარდაიცვალა და დაკრძალვაზე მოვიდნენ, ერთ-ერთმა დამ მითხრა, ახლა შენ და ჩემი ძმა რომ დაშორდებით, შენი სახლის წილი ჩემს ძმასაც ერგებაო. გამიკვირდა _ რა იცი, რომ დავშორდებით, იქნებ, შეძლოთ ოჯახის შენარჩუნება,-მეთქი. მათ თავიდანვე არ მოვწონდი _ როცა მათმა ძმამ ცოლად შემირთო, თავიდანვე არ იყვნენ ამ გადაწყვეტილების მომხრეები. საბოლოოდ, ქალთა ორგანიზაციის წყალობით გავრისკე და ჩემი ქმრისგან წამოვედი. ბებიაჩემი გვერდით ცხოვრობდა და მასთან გადავედი საცხოვრებლად. მერე კი ბინა ვიქირავეთ მე და დედამ და აქ დავიწყეთ ცხოვრება. ბინის ქირის გადახდაში გვეხმარებიან და ასე ვცდილობთ თავის გატანას, სანამ მე მუშაობას შევძლებ.

ძალიან რთულია ასე ცხოვრება ოჯახშიც, გარეთაც, საზოგადოებაშიც. კაცები საქართველოში გაცილებით მარტივად ცხოვრობენ, ჩვენ კი უამრავი დაბრკოლების, გამოწვევის და სტერეოტიპების წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე, სულ ბრძოლა გვიწევს. ქეთევან ხიდაშელის ორგანიზაცია რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიღებაშიც დამეხმარა და ყველანაირად ცდილობს, ყურადღება მომაქციოს. ამიტომ მაქვს იმედი, რომ ასეთი ადამიანების თანადგომით, მეც გავძლიერდები და დამოუკიდებელ ცხოვრებას და შვილზე ზრუნვას თავს წარმატებით გავართმევ.”


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს ევროკავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას. მის შინაარსზე პასუხისმგებელია პროექტის ავტორები.

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:09; 9 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“დანარჩენს გამოძიება გვეტყვის”- რა მოხდა ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში

15:27; 9 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9 თებერვალი, 2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9 თებერვალი, 2026

ფრთხილად, წინ საშიში წარსულია! სამშობლოს, მეზობლობას, მეგობრობას და ძმობის სიწმინდეს შეწირული სიცოცხლე

"ივანიშვილსაც კი მოუწია იმის აღიარება, რომ " ოცნების" ბევრი მხარდამჭერი ხმას არ აძლევს სალომე ზურაბიშვილს" (R)

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:09; 9.02.2026
საზოგადოება

“დანარჩენს გამოძიება გვეტყვის”- რა მოხდა ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში

15:27; 9.02.2026
საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9.02.2026
ფინანსები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

13:14; 9.02.2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9.02.2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9.02.2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9.02.2026
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9.02.2026
საზოგადოება

“ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

10:52; 9.02.2026
ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026
ზაფრანი

რომელი მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად   

9:57; 9.02.2026
მსოფლიო

სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

9:53; 9.02.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა

21:07; 8.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო