საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ოზურგეთის მაჟორიტარმა, არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთში სოციალური პრობლემების მქონე ოჯახები მოინახულა.
როგორც თალაკვაძე ამბობს, სიღარიბესთან არავინ უნდა დარჩეს მარტო.
„სადაც მივალთ, ერთად დავდგებით და ერთმანეთის გასაჭირს გავიზიარებთ, სიღარიბეს ყველგან მოვერევით. სიღარიბესთან არავინ უნდა დარჩეს მარტო,“_ამბობს თალაკვაძე.