ლანჩხუთი ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც გუშინ პარლამენტის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილებას ეხმიანება.
“გუშინ პარლამენტის გადაწყვეტილებით აღშფოთებული ადამიანების პოსტებს ვკითხულობდი და ერთი რაღაც გამახსენდა..
2004 წელს მამაჩემი რომ დაიჭირეს, ესეთი საშინელი დღეები სულ რამდენიმე მახსენდება, პროკურატურაში ჩემი მეგობარი მუშაობდა, რომელმაც 1 ჭიქა წყალიც კი ვერ შეაწოდა შიშისგან, რეჟიმის შიშისგან, ადამიანურად გამხნევებაზე აღარ იყო საუბარი.
ოღონდ ეს ფაქტი მხოლოდ ნეტარებაა იმ ყველაფერთან შედარებით, რაც მათ შემოქმედებით არსენალშია, უბრალოდ, ახლა ის ემოცია ამომიტივტივდა.
ჰოდა, ეს ადამიანები რომ მორალს მიკითხავენ და თურმე “აღშოთებულები” არიან, იქ ვხვდები, რომ ძალიან სწორად ვიქცევი.
მაშინ როცა ადამიანების დიდი ნაწილი მანკიერ ცხოველს ემსგავსება, ოღონდ თავის სასარგებლოდ რაღაც მოატრიალონ, იქ კამათს ან პოსტებზე კომენტარების პასუხს აზრი ეკარგება”, _ წერს ნინო წილოსანი.