“ეს არის ისტერიკის ნიშანი, ჩვენ ვუპასუხეთ დახურულ შეხვედრაზეც, რომ არც განვიხილავთ 100/50-ის მოდელს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ეს არის ისტერიკის ნიშანი. ჩვენ ვუპასუხეთ იქვე, დახურულ შეხვედრაზეც, რომ არც განვიხილავთ 100/50-ის ამბავს. არა იმიტომ რომ ვიღაცის ხუშტურია, არამედ იმიტომ, რომ ეს სისტემა არაფერს ცვლის ისევე, როგორც 77/73- ზე. ეს სისტემა ტოვებს შანს პირველზე გასული პარტიისთვის, რომ იყოს უმრავლესობაში. როდესაც 10-დან მხოლოდ 3 ამომრჩეველი გაძლევს ხმას და 7 წინააღმდეგია, შანსი გაქვს იყო საპარლამენტო უმრავლესობაში. დავაგროვეთ გამოცდილება არამარტო ამ სამარცხვინო ხელისუფლების დროს, არამედ წინა ხელისუფლების დროსაც, რომლის ნაწილი მეც ვიყავი. არ გვინდა, რომ მომავალში, როდესაც უკეთესი ხელისუფლება იქნება, იქაც ვინმეს ჰქონდეს შანსი, რომ მესამედი ხმებით ჰქონდეს უმრავლესობა და ნახევარი ხმებით უკონტოლო უმრავლესობა. ამ ყველაფრის გამო უკვე უარია ნათქვამი. დადიან ვაშინგტონში, იტყუებიან ან პირდებიან, რომ პროგრესი გვექნება. თუ გონს მოეგებიან და რეალურად უკან წაიღებენ ამ შეურაცხყოფას და არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადავლენ, მაშინ იქნება შედარებით ნორმალური ატმოსფერო და ამ ატმოსფეროში დამარცხებას უნდა შეეგუონ,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.