მართალია, კორონავირუსის გამო შუხუთში ტრადიციული ლელო არ გაიმართა, მაგრამ ბელარუსში “უნიას” მორაგბეებმა ითამაშეს და მისი ტრადიციად დანერგვის სურვილი აქვთ.
“ეს ბელოვეჟის ტევრში ჩატარებული მეორე კავკასიური პიკნიკია. მასში მონაწილეობა მორაგბეებმა და ჩვენმა მეგობრებმა მიიღეს. იყო თამაში, კარგი სუფრა და ნამდვილი მეგობრული ატმოსფერო. ყველას ძალიან მოეწონა.
ყველაფრის ისე გაკეთებას ვეცადეთ, როგორც საქართველოშია. ჩვენ თვითონ ხელით შევკერეთ ბურთი, ქვიშით და ნახერხით გავავსეთ, რათა 16-კილოგრამიანი გამხდარიყო. ეს ლელობურთის თამაშის პირველი ცდაა და ტრადიციად იქცევა. იყო ზღვა
ემოციები, თამაში ხომ ძალიან არაჩვეულებრივია. წესები თითქმის არ არის და სტრატეგიაც არავინ იცის.
ორ გუნდად დავიყავით, ორი ზონა გავაკეთეთ, სადაც ბურთი უნდა შეგვეტანა. თავიდან ისე მოჩანდა, რომ რომელიმე გუნდისთვის გამარჯვება შეუძლებელი იყო – ყველა მხრიდან ზეწოლა, მძიმე ბურთით გაქცევა ძნელი იყო. გეწეოდნენ და გაქცევდნენ, წამოდგომა გიჭირდა. ბრძოლას ვერ გაექცევი, შესვენების საშუალება არა გაქვს, რამეთუ მოედანზე ცოტანი ვიყავით.
მოკლედ, მაქსიმალური კარდიოდატვირთვა მივიღეთ. მთავარი სულიერი სიმხნევეა. როდესაც ძალები გტოვებენ, მხოლოდ სულიერი სიმტკიცე და გამარჯვებისადმი ლტოლვა გრჩება. ასეთ შემთხვევაში თამაშში რჩები და ბურთს წინ მიათრევ. საბოლოო ჯამში, დავიღალეთ, მეტოქემ კი ლელო გაიტანა და გაიმარჯვა. ერთმანეთს გადავეხვიეთ და ზეიმი გავაგრძელეთ. თუმცა, კიდევ ერთხელ გვინდა წავივარჯიშოთ და ვითამაშოთ.
ეს თამაში ტრადიციული უნდა გახდეს. მეტიც, გვინდა უფრო მასშტაბურად ქალაქში ჩავატაროთ. შესაძლოა, ეს ათას წელში ერთადერთი შემთხვევა იყოს, როდესაც ლელობურთი საქართველოში კი არა, ბრესტში ვითამაშეთ. ეს დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. ჩვენ თამაშის ტრადიციას და კულტურას დავიცავთ”, – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კირილ მასლაკოვმა.
წყარო: sportall.ge