ამ წუთებში, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში, დასრულდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის შეხვედრა გურულ აბიტურიენტებთან, მათ მშობლებთან და პედაგოგებთან. შეხვედრას ყველა დაინტერესებული პირი ესწრებოდა.
შეხვედრაზე ოზურგეთიდან საგამოცდო ცენტრის გადატანის საკითხს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
როგორც მაია მიმინოშვილმა შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, გურული აბიტურიენტების ემოციებს ჩაიტანს ცენტრში. მისი თქმით, გურიაში დარჩება საგამოცდო ცენტრი და ეს იქნება გურული აბიტურიენტების დამსახურება და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. აღნიშნულ თემაზე სტატიას ვრცლად “გურია ნიუსი” უმოკლეს დროში შემოგთავაზებთ.