დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს და ამბობს, რომ მომდევნო ოთხი დღე გადამწყვეტია.
ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მრევლს, ტაძარში არ წავიდნენ:
“ეს ოთხი დღე იქნება გადამწყვეტი. მიჭირს ძალიან ეს მოწოდება, მაგრამ არ წახვიდეთ ეკლესიაში. ნუ წახვალთ ეკლესიებში. ვილოცოთ სახლიდან. ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმატით. ილოცებენ ჩვენი მამაოები, ილოცებენ ჩვენი მღვდელმთავრები და ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნისა და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან”, _ აცხადებს იმნაძე.