„ერთ-ერთ სოფელში გამგეობასთან თუ რაღაც კლანთან დაკავშირებული ხალხი ყოველდღე თვრება და მთვრალები ჯდებიან საჭესთან. ისე დაჰყავთ ავტომობილები, რომ მოსახლეობას ბავშვების გაშვება ეშინიათ ქუჩაში. ეს სამეგრელოში მითხრეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გურიაშიც ხდება. ეს სიმპტომატურია. ხალხს ჰგონია, რომ თუ ვიღაცასთან დაახლოებულია შეუძლია მთვრალი დაჯდეს საჭესთან, ფულიც შეუძლია მოიპაროს, იძალადოს“,_ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, ხოშტარია ოზურგეთში იმყოფება. გურიაში ის სამეგრელოდან ჩამოვიდა.
ამავე თემაზე:
ხოშტარია ოზურგეთში- “ვაპირებ, აქტიურად შევეჭიდო ამ პრობლემებს”