800 მეტრის სიგრძისა და 4 მეტრის სიღრმის ზვავში მოყოლილი 12 წლის ბიჭი მაშველმა ძაღლმა 40 წუთის შემდეგ იპოვა.
Euronews-ის ინფორმაციით, შემთხვევა საფრანგეთში მოხდა.
ბიჭი მშობლებთან და ნათესავებთან ერთად იყო მთაზე ასული, რა დროსაც, ზვავში მოყვა.
„ეს სასწაულია, რადგან მას ზვავის დეტექტორი არ ჰქონდა. თოვლში 15 წუთის გატარების შემდეგ გადარჩენის შანსი მცირდება, ის ძალიან იღბლიანია“, _ამბობენ სამთო-სამაშველო სამსახურში.