საქართველოს სარაგბო ნაკრებს, რუმინეთთან გამარჯვების შედეგ, ესპანეთში უწევს თამაში, რომელიც მადრიდში, 9 თებერვალს 15:45-ზე გაიმართება.
თავის მხრივ ესპანეთის ნაკრებმაც შესანიშნავად დაიწყო რაგბი ევროპის ჩემპიონატი. მათ სოჭში რუსეთს 31:12 სძლიეს და ბონუსიც აიღეს, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რაგბი ევროპის ტურნირის მოგების დიდი სურვილი და მომზდების დონე.
საქართველოს ნაკრებს ისინი უმთავრეს კონკურენტად თვლიან და ამ მატჩისთვის „ლომების“ წვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა შემადგენლობის გაძლიერება კიდევ ექვს ლეგიონერით გადაწყვიტა.
ესენი არიან: 24 წლის მეორეხაზელი ჯოშუა პიტერსი, რომელიც ინგლისის მესამე დივიზიონის კლუბ “ბლექჰართში” ასპარეზობს. მას ესპანეთის ნაკრებში დებიუტი 2018 წლის 3 მარტს, თბილისში “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ ჰქონდა. ნაკრების კვართით სულ 5 თამაში აქვს ჩატარებული.32 წლის კვაჭი მარკო პინტო “ბეზიეს”(საფრანგეთი) ძირითადი შემადგენლობის კვაჭია და მიმდინარე პრო დ2-ში 16 შეხვედრა ითამაშა, საიდანაც 12-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო. 25 წლის მესამეხაზელი ასიერ უსარაგა “ბიარიცის”(საფრანგეთი) შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს, მან კლუბში წელს 16 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 8 შემთხვევაში სასტარტოში იყო და 2 ლელო დადო.28 წლის მგეზავი/ფულბექი შარლი მალი (14 კეპი) “პოს” (საფრანგეთი) ძირითადი შემადგენლობის მორაგბეა. რომელმაც წლევან ტოპ 14-ში 12-ჯერ ითამაშა და 1 ლელო გაიტანა, ჩელენჯ თასზე კი 3 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო დადო. 21 წლის ცხრა ნომერი ტომას მუნილა (“ბეზიე”, საფრანგეთი. 5 კეპი), რომელსაც სტაბილური სათამაშო პრაქტიკა აქვს. მან წელს პრო დ2-ში 19-ჯერ ითამაშა, აქედან 10-ჯერ სასტარტოში იყო და მეტოქეთა ლელო 2-ჯერ აიღო.20 წლის ფრთა მარტინ ალონსო კი ტოპ 14-ში მოთამაშე “ლა როშელის”(საფრანგეთი) ესპუარებში ასპარეზობს, თუმცა ძირითად გუნდში არ უთამაშია.ასევე განაცხადშია “პოს” 24 წლის შუამარბი პიერ ნუენო, მან მიმდინარე სეზონში “პოს” რიგებში 5 შეხვედრა ჩაატარა და 2 ლელო დადო. მათ განკარგულებაშია ტოპ 14-ის კიდევ ორი მოთამაშე: 24 წლის ბურჯი ტიერი ფუტე, რომელიც “სტად ფრანსეში” წელს გადავიდა და 8 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და “ბაიონის” 31 წლის ჰავბექი გუილამე რუ, რომელმაც მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელოს ავტორი გახდა. ჯამში ესპანეთის ნაკრების განაცხადში 17 მორკინალი და 14 უკანახაზელია. მათგან 15 მორაგბე საფრანგეთში ასპარეზობს, საიდანაც ხუთ-ხუთი მოთამაშე ტოპ 14-ის, პრო დ2-ის და ფედერალ 1-ის კლუბებიდანაა. ერთი მოთამაშე ინგლისის მესამე დივიზიონში ასპარეზობს, ერთიც ამჟამად უკლუბოდაა, ხოლო დანარჩენი მორაგბეები ესპანეთის ჩემპიონატიდან არიან.
ეს თამაში ჩვენი ნაკრებისთვის სარეიტინგო კუთითაც მნიშვნელოვანია. მსოფლიო რეიტინგში ჩვენს წინ მყოფ იტალიის ნაკრებს 72.04 ქულა აქვს და კვირას “სტად დე ფრანსზე” საფრანგეთს ესტუმრება.
იმ შემთხვევაში, თუ იტალია წააგებს და საქართველო მოიგებს, “აძურის” უკან მოვიტოვებთ და მე-12 ადგილს დავიბრუნებთ.