ესპანეთის ქალაქ დელეიტოსაში, კორონავირუსის გავრცელების გამო, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მზესუმზირის და ტკბილეულის ჭამა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას The Local ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ქალაქის მერმა, ხუან პედრო დომინგომ, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საფრთხით ახსნა.
ქალაქის მერის თქმით, ბავშვები ხშირად ტკბილეულს ერთმანეთს უნაწილებენ, რაც ინფიცირების საფრთხეს ზრდის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.