საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის , არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ოზურგეთში ამ დროისთვის, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. მისი თქმით, ჯერჯერობით არამნაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია.
“გურია ნიუსის” დასმულ კითხვაზე, რომელიც ოპოზიციის განცხადებას უკავშირდებოდა ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით, თალაკვაძე პასუხობს რომ “სომხური კარუსელი” არის ნაციონალური მოძრაობის მოგონილი და ამიტომაც აპელირებენ ამაზე. ამის შესახებ კონკრეტული ფაქტები არ არსებობს, ამიტომ ეს არის ტყუილი.
რაც შეეხება მხარდაჭერთა მობილიზაციას უბნებთან, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ყველა კანდიდატის მხარდაჭერები მსგავს სიტუაციაში არიან და აქ არავითარი კანონდარღვევა არაა.