ეს ფოტოები ქალაქ ოზურგეთში, გმირთა მოედანზეა გადაღებული. ე.წ. ზებრაზე გაჩერებულ ტაქსს, ათი წუთის განმავლობაში ორმა საპატრულო ეკიპაჟმა ჩაუარა გვერდით, თუმცა, არცერთ ეკიპაჟს კანონდამრღვევი ტაქსის მძღოლი არც გაუფრთხილებია და არც დაუჯარიმებია.
_ ტაქსტის მძღოლი ყოფილი “გაიშნიკია” და ალბათ, ამიტომ არ ეუბნებიან არაფერს. ჩვენ რომ იქ გავაჩეროთ დაუჯარიმებელს არ დაგვტოვებენ, _ აღნიშნეს “გურია ნიუსთან” საუბრისას იქვე, ავტოსადგურის ტერიტორიაზე მყოფმა მძღოლებმა.