ევროკავშირმა კორონავირუსის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში რუსეთი დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას DEUTSCHE WELLE ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროპული კომპანია EUVSDISINFO აცხადებს, რომ რუსული მედია მოქალაქეებს საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ განაწყობენ, რომლებიც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ზომებს იღებენ.
კომპანიაში, ასევე აცხადებენ, რომ მხოლოდ გასულ კვირას მათ 45 „ფეიკ ნიუსი“ გამოავლინეს, აქედან კი 30 კორონავირუსს ეხებოდა.
როგორც გამოცემა წერს TWITTER-ის, FACEBOOK-ის, PINTEREST-ისა და REDDIT-ის მომხმარებლებმა ყალბი ამბები 36 500-ჯერ გააზიარეს და მოიწონეს.
გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე პოპულარულია RUSSIA TODAY-ს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ევროკავშირი თავის პარტნიორებს კორონავირუსთან ბრძოლაში არ დაეხმარა და მის ნაცვლად მათ მხარი რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირეს.