Developed By Web Features 2024 © All rights reserved
“ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციის ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. ორგანიზაციის ადგილობრივმა ლიდერმა ირაკლი მარშანიშვილმა თქვა, რომ ლანჩხუთში საბავშვო ბაღების ხელმძღვანელთა მიმართ “ქართული ოცნება” ზეწოლას ახორციელებს და მათ მართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობას აიძულებს.
” მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ “ოცნების” შტაბში ბაღის ხელმძღვანელები ჰყავდათ დაბარებული. მათ ავალებენ, რომ ბაღის თითოეულმა თანამშრომელმა ათი ხმა მიუტანოს საარჩევნოდ. პირადობის მოწმობის ნომრებს იწერენ თითოეულის.”- თქვა მარაშანიშვილმა.
როგორც პრესკონფერენციისას ორგანიზაციის კიდევ ერთმა ლიდერმა რამაზ გვარჯალაძემ აღნიშნა, “ოცების” საქმე წასულია და ახლა ყველა ხერხს მიმართავს, რომ არჩევნები მოიგოს- “ხალხის ხმა უზენაესია და ის თავის სიტყვას იტყვის ამ არჩევნებზე. მჯერა იქ მისული ბაღის გამგეების უმრავლესობა სინდისის კარნახით იმოქმდებს.” პრესკონფერენციას ოპოზიციის ახალი სახე ლაფო ჩხაძეც ესწრებოდა.
“იმ ცხრა წელს რომ გაიძახიან მთელი რვა წელი, თავად იგივე მეთოდებით რატომ აგრძელებენ მუშაობას. ზეწოლითა და დაშინებით ვერაფერს მიიღებენ, გარდა უკუშედეგისა. მე არასდროს ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი, მიუხედავად იმისა,რომ ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დროს თანამდებობა მეკავა. არც ახლა ვარ პარტიის წევრი, მხარდამჭერი ვარ მხოლოდ. გაუმართლებელია ძალადობა და ბინძური მეთოდებით მოქმედება სკამების შესანარჩუნებლად”,-თქვა ლადო ჩხაიძემ. ევროპული საქართველოს მხრიდან გაჟღერებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ოცნების ოფისშიც მივედით, სადაც ბაღის თანამშრომლები არ დაგხვდნენ. შტაბში მყოფებმა კი ამ ინფორმაციას მცდარი უწოდესდა თქვეს, რომ მსგავსი არაფერი ხდება მათთან.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved