ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საარჩევნო პროცესის დროს მომხდარ დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლება, ე.წ. კარუსელის დატრიალებას ცდილობს.
“მოქალაქე შემოვიდა უკვე ბიულეტენით, მერე აიღო ახალი ბიულეტენი და ცდილობდა ორი ბიულეტენის ჩაგდებას. სავარაუდოდ, მას ინსტრუქცია ჰქონდა, რომ მეორე უნდა გაეტანათ და ასე დაეტრიალებინათ, მაგრამ, როგორც ჩანს, აერია. ჩვენმა წარმომადგენელმა ეს დაინახა, აღკვეთა. შემდეგ იყო შეხლა-შემოხლა, რის შემდეგაც ეს ბიულეტენი დახია,“-განაცხადა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომელიც „ევროპული საქართველომ“ დააფიქსირა”, _ თქვა უგულავამ.