ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალ ინფიცირებულ და გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის ამხელა სხვაობა პირველად არის.
„გუშინ ამ დროისთვის გვქონდა 511 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა და ახლა არის 517. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით, 12 პაციენტი დაგვემატა და არის 168. პირველად არის ამხელა სხვაობა სამკურნალოდ დამატებულ პაციენტებსა და გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის“,_ განაცხადა ეზუგბაიამ.