“Facebook-ს რეპუტაციული პრობლემები აქვს”, _ ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა ამას დაუკავშირა მისი ხელისუფლების დადანაშაულება, რაც ეხება ყალბი გვერდების შექმნას და ყალბი ინფორმაციების გავრცელებას, რაზეც გუშინ facebook-ის ადმინისტრაციამ და მისმა უსაფრთხობის სამსახურმა თავის ოფიციალურ რეპორტში ისაუბრა.
როგორც ზალკანიანმა განაცხადა, facebook-ზე, პირიქით, “ქართული ოცნების” დისკრედიტაცია ხდება, ხოლო ოპოზიციის წინააღმდეგ ბიზნესი მოქმედებს.