ცესკო დიდუბის 29-ე საარჩევნო უბნიდან საერთაშორისო დამკვირვებლის გაძევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დიდუბის 29-ე საარჩევნო უბანზე საერთაშორისო დამკვირვებელი გააძევეს საარჩევნო უბნიდან. გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია და ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული საერთაშორისო დამკვირვებელი განაგრძობს უბანზე მუშაობას“,_აცხადებენ ცესკოში.
მათივე ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 10 საჩივარია შესული.