_ მოგიტანეთ ეს ბანერი და გადაეცით ვაშაძეს, _ ამ ტექსტით 7 ნოემბრის დარბევის ამსახველი ბანერი, ჩოხარაურში მიმდინარე აქციის მონაწილემ გოჩა ჯიქიამ ვაშაძის საარჩევნო შტაბში მიიტანა და “ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დიმიტრი კორიფაძეს სთხოვა, ის გრიგოლ ვაშაძისთვის გადაეცა.
კოროფაძის თქმით ამ ბანერს ვაშაძეს ვერ გადაცემს:
_ ვაშაძეს გამარჯვების ოქმს გადავვცემთ. თქვენ კი ეს ბანერი ქართულ ოცნებაში მოკალათებულ იმ პირებს გადაეცით, რომლებიც მაგ დროს ჩვენთან იყო, _ აღნიშნა კორიფაძემ.
მისივე თქმით, 7 ნოემბერის აქციის დარბევა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების გადაცდომა იყო.
“გურია ნიუსის” კითხვაზე რატომ არ გმობდა ამ აქციას 2007 წლის შემდეგ და ხომ არ იყო ამის მიზეზი თანამდებობის დაკარგვა (კორიფაძე ნაციონალური მოძრაობის დროს ჩოხატაურის გამგებლის მოადგილე იყო) გვიპასუხა, რომ ამის არ ეშინია და მაშინ უბრალოდ, არ თქვა.