თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 31 წლის, ხუთი თვის ორსული ქალი გარდაიცვალა.
სოფელში მერის წარმომადგენელი, გიორგი ნაპირელის განცხადებით, ქალს ორი დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილს, სიცხის მიუხედავად ექიმისთვის არ მიუკითხავს.
„ორი დღე მაღალი სიცხეები ჰქონია, ექიმთან არც ყოფილა მისული. ეზოში მდგარი გადავარდა და გული გაუჩერდა, ვეღარ გადაარჩინეს,“_ ამბობს speqtri.ge-სთან საუბრისას ნაპირელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად კი შესაბამისი ექსპერტიზიებია დანიშნული.