მსოფლიო ეკონომიკა არ იზრდება ისე, როგორც მოსალოდნელია. გაიზარდა კონფლიქტი და გადასახლებული ადამიანების რიცხვიც. კლიმატური ცვლილებები გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე, საკვებ პროდუქტზე და ბუნებრივ რესურსებზე, გარდა ამისა, მცირდება ფერმერთა რაოდენობა.
გაეროს ანგარიშის მიხედვით, ყოველ 9 ადამიანში 1 შიმშილობს, რაც მსოფლიოში დღეისთვის 820 მილიონზე მეტი ადამიანია და მოსახლეობის 10 %-ზე მეტია.
ანგარიშის მიხედვით, შიმშილი განსაკუთრებით გაიზარდა აფრიკულ სუბრეგიონებში. აფრიკაში მოსახლეობის 20%-ს არასაკმარისი საკვები აქვს.
შიმშილი ასევე გაზრდილია ლათინო ამერიკაში, კარიბიზე, თუმცა, მისი პრეველანტობა 7%-ზე ნაკლებია.
კვების სრულყოფილ რაციონზე ასევე არ მიუწვდებათ ხელი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.
კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია დაბალი წონით შობადობაზე.
გავრცელებული ცნობით, მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ბავშვი დაიბადა დაბალი წონით, აღნიშნული ბავშვების დედების უმეტესობა კი არასრულწლოვანია.
გარდა ამისა, შეშფოთების საგანია სიმსუქნეც.
ჭარბი წონა ყველა ასაკობრივ ჯგუფში ზრდის ავადობის რისკს და გლობალურად 4 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.
კვლევის მიხედვით, სკოლის ასაკის ბავშვები არ იღებენ საკმარისი რაოდენობით ხილს და ბოსტნეულს, რეგულარულად მოიხმარენ სწრაფ კვების ობიექტების საკვებს და გაზიან გამაგრილებელ სასმელებს და არ არიან ფიზიკური აქტივობებით ყოველდღე დაკავებულები, რაც სიმსუქნეს ხელს უწყობს.