Reuters-ის ინფორმაციით, გაეროში აცხადებენ,რომ კორონავირუსის გამო შესაძლოა გლობალური შიმშილი გაორმაგდეს.
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის კვლევით, პანდემიის გამო, მოსალოდნელია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკვების დეფიციტს მწვავედ განიცდიან, გაორმაგდეს და 265 მილიონს მიაღწიოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურზმისგან დაკარგული შემოსავლების, ფულადი გზავნილების, მოგზაურობის და სხვა შეზღუდვების გამო, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიასთან, წელს სავარაუდოდ, მწვავედ მშიერს დაახლოებით 130 მილიონ ადამიანს დატოვებს.
მწვავე შიმშილს 130 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე განიცდის.
„კორონავირუსი პოტენციურად კატასტროფულია მილიონებისთვის, რომლებიც მზად არიან უკვე თავი ჩამოიხრჩონ“,_ განაცხადა არიფ ჰუსეინმა, მთავარმა ეკონომისტმა და მსოფლიო სასურსათო პროგრამის მთავარი კვლევისა და შეფასების მონიტორინგის დირექტორმა.