ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სამინისტროს მიერ ამ დროისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში, იქ, სადაც პრაქტიკა გვქონდა აქამდე, იგეგმება გაიხსნას საარჩევნო უბნები. აღსანიშნავია, რომ უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც“ – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.