მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია დავით-გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პოლიტიზება და ამ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ მიუღებელი და დაუშვებელია.
„პირველ რიგში უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ, როგორც ხედავთ, ამ საკითხის პოლიტიზების მცდელობები არ წყდება და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საბოლოო დასკვნები მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გავაკეთოთ. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზება და პოლიტიკური სპეკულაციები უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, შესაბამისად, მიუღებელი და დაუშვებელია. მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში. გარდა ამისა, სწორედ ამიტომ, ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი ფაქტები, რომლებიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა გახარიამ.