ამირან ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ კი, მსმენია ვინცაა, პირადად კი ნამდვილად არ ვიცნობ.
ავთანდილ სურმანიძე, ლანჩხუთი:
_ პირადი ნაცნობობა არ მაქვს, მაგრამ ვიცი, ვინც არის. არ ვთვლი, რომ წარმატებული დეპუტატია.
დავით კვაჭაძე, ლანჩხუთი:
_ ვიცნობ, როგორ არა. დედამისია ჩემი თანასოფლელი _ მეტი არაფერი.
გური გოგოლაძე, ჩოხატაური:
_ ვიცნობ და ბევრს მოსწონს.
ბახვა ბოლქვაძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცნობ.
ჯემალ კიკვაძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, ვინ არის.
გიორგი ქუთათელაძე, ოზურგეთი:
_ მოსაწონი? ახლა, ქალი არაა, ცოლად მოვიყვანო… ხუმრობა იქით იყოს და, რომ ვთქვათ, მეტად უნდა იბრძოლოს ხალხის კეთილდღეობისთვის. ლაითურელი ვარ _ რომ ახვიდე დაბაში, ვერავის ვერ ნახავ, ყველა თურქეთშია სამუშაოდ. ესაა საქმე? ხალხს რაღაც ხომ უნდა ეშველოს.
ჟანა მესხი, ოზურგეთი:
_ ვიცნობ, არჩილ თალაკვაძეა. მე “ქართულმა ოცნებამ” გადამარჩინა, ამ ჩემი მცირეწლოვანი შვილებით _ მოგვცეს ბინა. ვცხოვრობდი ძველ საავადმყოფოში, უფრო სწორად, შეხიზნული ვიყავი. ახლა ბედნიერი ვარ.
ნოდარ ვაშალომიძე, ოზურგეთი:
_ არ ვიცნობ და საერთოდ წავიდნენ ესენი, როგორც მოვიდნენ, ისე.
მერაბ ფუტკარაია, ოზურგეთი:
_ ვიცნობ. თავისი შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებს ყველაფერს .
სალომე ნაცვალაძე, ოზურგეთი:
_ ვიცი, ვინ არის. კმაყოფილი იმით ვარ, რომ ვიცი, ერთ ოჯახს ავადმყოფობისას ძალიან დაეხმარა.
ილია გოგოტიშვილი, ოზურგეთი:
_ პირადად არ ვიცნობ, გვარი და სახელი ვიცი: არჩილ თალაკვაძე. ამბობენ, კარგი ბიჭიაო. მეტს ვერაფერს გეტყვი.
ნათელა ჭკუასელი, ჩოხატაური:
_ ვიცნობ და ძალიან კარგი გოგოა. წინა დეპუტატის უკმაყოფილონი ვართ ყველა.
ლიანა გორდელაძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი და არც მყავს ნანახი
იზოლდა სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცნობ და შეხვედრა მინდა _ შეკითხვები მაქვს მასთან.