გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე პირველი არხის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს. დაცვის თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ დაკავებულია ორი პირი. მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით ორი პირი: 1997 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელ დაბადებული ი.ტ. დააკავეს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა დაკავებამდე პირველი არხის შენობის წინა ფასადური მინა დააზიანეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განუცხადეს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
1tv.ge