ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად 93 წლის ქალი გარდაიცვალა.
„12-ში დაუდასტურდა ინფიცირება სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებს. გადმოიყვანეს „მედალფაში“ ინფიცირების დადასტურების დღესვე, თანმდევი დაავადებების ჰქონდა. გუშინ გარდაიცვალა“,_ გვითხრა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაია ქუტიძემ.
სულ ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად 33 ადამიანია გარდაცვლილი.