ოზურგეთის მუნიციპალისტეტის გამგებლის წარმომადგენლები თანამდებობებს ოფიციალურად დღეს დატოვებენ. “გური ნიუსთან“ რამდენიმე აღნიშნავს, რომ მათთვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ჯერ არავის უცნობებია.
სოფელ ლიხაურის გამგებელი მერაბ სალუქვაძე “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ მას ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებენ, თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია თავად იმ პირიდან გაიგო, ვინც მის ადგილზე ინიშნება.
“ჩემს ადგილზე ინიშნება ვანო ვაშაყმაძე, ის თავად დამიკავშირდა და მითხრა, რომ შენ აღარ გიგრძელებენ ხელშეკრულებას და მე მნიშნავენო. რა მიზეზით აღარ მიგრძელებენ, არ ვიცი, მივედი კიდეც პარტიაში, მაგრამ ჩემთვის პასუხი უცნობია“, _ ამბობს სალუქვაძე.
გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არც მერიის წარმომადგენელი გრიგოლ კოსტავა ფლობს.
“აზრზე არ ვარ, არავის უცნობებია, თუ არ გამიგრძელებენ, მაგ ინფორმაციასაც გეტყვით“, _ ამბობს კოსტავა.
კოსტავა თავის ღიად მხარდაჭერას არ მალავს ყოფილი გამგებლის კოტე შარაშენიძის მიმართ.
ხოლო მერაბ სალუქვაძე ამბობს, რომ ის არცერთ არჩევნებზე არცერთი პოლიტიკური პირის მხარდამჭერი არ ყოფილა.
ინფორმაციას გათავისუფლების შესახებ არ ფლობს დვაბზუს გამგებელი ვასილ ღლონტიც: “მილოცავთ, თუ რა ხდება?“_ არ ვიცი, არც გათავისუფლების შესახებ და არც იმაზე ვფლობ, ინფორმაციას, თუ გამიგრძელდება ხელშეკრულება, _ ამბობს ღლონტი.
_ გავიგეთ, კოტე შარაშენიძეს უჭერთ მხარს, ამიტომ თქვენ ხელშეკრულებას აღარ გაგიგრძელებენ…
„გამორიცხული არაფერია, ისე არა მგონია მასე, მოხდეს, _ ამბობს კოსტავა.
“გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს დავით დარჩია არ პასუხობს. შტაბის ხელმძღვანელი და აღმასრულებელი მდივანი გიორგი ღურჯუმელიძე აღნიშნავს, რომ მერაბ სალუქვაძის პარტიაში მოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს:
“რა კავშირშია საჯარო სამსახური, პარტიასთან, არ ვფლობ მაგ ინფორმაციას“, _ ამბობს ღურჯუმელიძე.
“გურია ნიუსი“ შეეცადა კომენტარი ვანო ვაშაყმაძისგანაც აეღო, თუმცა მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.