საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, თუმცა ჩოხატაურის ქუჩებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სააგიტაციო მასალის გაკვრისთვის განკუთვნილ ადგილებში საარჩევნო სუბიექტების პლაკატები და ბანერები ისევაა განთავსებული. ზოგიც დაზიანებული და ჩამოხეული, ზოგიც დაუზიანებელი.
ცნობისთვის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46–ე მუხლის მერვე პუნქტის მიხედვით, თუკი საარჩევნო სუბიექტი დადგენილ ვადაში არ ჩამოხსნის საკუთარ სააგიტაციო მასალას, მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეკისრება – „შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა“, – განმარტებულია კოდექსში.