გაზის ტარიფი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც გაძვირდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო.
სემეკმა, პირველად “სოკარ ჯორჯია გაზისთვის” ერთიანი ტარიფი დაადგინა. კომპანია 41 ყოფილ ლიცენზიანტს აერთიანებს, შესაბამისად, აქამდე რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით განსხვავებული სამომხმარებლო ტარიფი მოქმედებდა.
სემეკმა კი დღეს დაადგინა ერთიანი ტარიფი და ის დღგ-ს ჩათვლით 56,935 თეთრით განისაზღვრა. ეს გულისხმობს იმას, რომ “სოკარ ჯორჯიას გაზის” არეალში აბონენტებს ტარიფი სხვადასხვა პროპორციით გაეზარდათ.ზოგიერთი აბონენტებისთვიდ ტარიფი 26 თეთრითაც კი გაძვირდება.
რაც შეეხება კომპანია საქორგაზის არეალს, აქაც პირველად დადგინდა ერთიანი ტარიფი და ის დღგ-ს ჩათვლით 57,011 თეთრით განისაზღვრა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სხდომაზე თბილისში გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
კომისიის სამივე წევრმა გაითვალისწინა სატარიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება. გადაწყვეტილება დაეფუძნა სამომხმარებლო ტარიფის შემადგენელი კომპონენტების ტარიფებს. ყველა კომპონენტის ტარიფში ზრდა ფიქსირდება. გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ 0.5 თეთრით გაიზარდა და 46.15 თეთრი იქნება.
დღეს, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ არ იცის ბუნებრივი აირის გაძვირების შემთხვევაში, იქნება თუ არა სუბსიდირება. კალაძის თქმით, ამის შესახებ მოქმედს მინისტრს უნდა ვკითხოთ.