ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე GEM FEST ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.
მათი თქმით, მას დიდი ოდენობით ამ დრომდე დაუდგენელი ნივთიერება ჰქონდა მიღებული და მიყვანის დროს სასიცოცხლო ფუნქციები არ აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.