აშშ-ში, შტატ ლუიზიანაში კომერციული გემი გადატრიალდა.
BBC-ის ინფორმაციით, მაშველები გემზე მყოფ ეკიპაჟის წევრებს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 18 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ოთხშაბათს აშშ-ს სანაპირო დაცვის სამსახურმა თქვა, რომ ამ დრომდე ექვსი ადამიანია გადარჩენილი.