მოჭიდავეთა ევროპის 2020 ჩემპიონატის ბოლო დღეს 125 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა პოლონელი მოჭიდავე რობერტ ბარანი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სულ 1 ოქროს, 1 ვერცხლის (61კგ ბექა ლომთაძე) და ორი ბრინჯაოს (74კგ ავთანდილ კენჭაძე და 97კგ ელიზბარ ოდიკაძე) მედალი მოიპოვა.