გერმანიაში, ქალაქ ბერგიშ-გლადბახის საავადმყოფოდან უცნობმა პირებმა 5 000 პირბადე მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას presseportal ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, გერმანელი სამართალდამცველების ინფორმაციით, საავადმყოფოს საწყობიდან FFP2-ის ტიპის პირბადეებით სავსე 5 ყუთი 27 იანვარს დილით მოიპარეს, რომლის ღირებულება 5000 ევროა.
როგორც presseportal წერს, ბოლოს საწყობში პირბადეები ერთი კვირის წინ, 18 იანვარს, ინვენტარის ყოველკვირეული შემოწმებისას ნახეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.