ღამით ინტერნეტ- გაზეთ „მეტრონომის“ ოფისი გაქურდეს.
როგორც „გურია ნიუსს“ „მეტრონომის“ ჟურნალისტმა აცნობა, წაღებულია 5 ლეპტოპი და ფოტოაპარატი.
მისივე თქმით, ქურდები არ შესულან იქ, სადაც ვიდეო-კამერებია დამონტაჟებული.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
ამ წუთებში ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ და „მეტრონომის“ ჟურნალისტებს ოფისში არ უშვებენ.