ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვაკის პარკში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
„მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, რომ ადამიანმა, რომელიც იყო ცხრა წლის განმავლობაში პრეზიდენტი, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გახდა შემდეგ გუბერნატორი და ვნახეთ, როგორ სამარცხვინოდ გააძევეს იგი უკრაინიდან თმების თრევით.
ვფიქრობ, ეს არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ მოხდეს მისი რეინკარნაცია. მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.