რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებენ, რომ მასთზე ხელი არ ასწიოს:
_ “საპარლამენტო უმრავლესობაში დიდი დაპირისპირებაა. ფაქტობრივად, უმრავლესობა დაშლილია. აქ ვხედავთ პოლიციას, პარლამენტის შენობაში არიან სპეცრაზმელები, მაგრამ ისინი ჩვენი მეგობრები არიან.
ღმერთი არ გაგიწყრეს ივანიშვილო და ხელი არ აწიო ჩვენზე, თორემ თუ გაასწრო სუბელიანმა, ვერ გაასწრებ, შენ, ივანიშვილო,” _ ტრიბუნიდან მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბიძინა ივანიშვილს.
აქცია რუსთაველზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს და როგორც მისი ორგანიზატორები ამბობენ, არ დაიშლება.
სახლში წასვლას არც აქციის მონაწილეები აპირებენ და რეგიონებიდან წამოსულ მოქალაქეებს ელოდებიან.