გია მაისაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია, მის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელდა.
“გიო აღარ გვყავს… დიდი მამულიშვილი დაკარგა საქართველომ. ვერ შევუსრულეთ ბოლო წადილი, სამშობლოში დაელია სული. აცხონოს უფალმა მისი ქართული, ნაღდი სული…”-ნათქვამია გია მაისაშვილის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ლიდერთა სკოლის დამფუძნებელს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე 2015 წელს დაუდგინა.
ის მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა.