მიხეილ სააკაშვილის განცხადებას და მოწოდებას, რომ შეტევაზე გადასვლაა საჭირო, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“. გია ვოლსკის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაცია უნდა და ამას ზუგდიდელები არ დაუშვებენ.