გუშინ უკრაინულ სპორტულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ საქართველოს ეროვნული გუნდის ახალგაზრდა შემტევი გიორგი არაბიძე კლუბს იცვლის. გიორგი ამჟამად დონეცკის „შახტარში“ ასპარეზობს. სამწუხაროდ ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს.
ცნობილი გახდა რომ „შახტარი“ არაბიძეს იჯარით ლვოვის „კარპატიში“ უშვებს. ერთი წლის შემდეგ ამ გუნდს ქართველის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
გუშინ ცნობილი გახდა რომ ახალ სეზონში ორი ქართველი ფეხბურთელი იტალიის „სერია – C“- იასპარეზებს. კლუბმა “ემპოლიმ“ ახალგაზრდა შემტევი რომან ჭანტურია ერთწლიანი იჯარით „პრატოში“ გაუშვა. ასევე ცნობილი გახდა რომ კლუბი „სპეცია“ თავის შემტევ ირაკლი შეყილაძეს ასევე „სერია – C“ – ში მოასპარეზე “ლუკეზეში“ უშვებს.
ესპანური მასმედიის მტკიცებით ბრაზილიის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარის ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლის საკითხს საფრთხე შეექმნა. მოულოდნელად ეს ტრანსფერი ესპანეთის „ლა ლიგის“ ხელმძღვანელობამ დაბლოკა. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ნეიმარის გამოსასყიდი თანხის, 222 მილიონი ევროს წარმომავლობის დადასტურებას ითხოვს და მიიჩნევს, რომ ფრანგული კლუბი ამ თანხის გადახდით ფინანსურ „ფაირ ფლეის“ წესებს არღვევს. როგორ განვითარდება მოვლენები ამას უახლოეს დღეებში შევიტყობთ.
ცნობილმა უკრაინელმა მოკრივემ, მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ვლადიმირ კლიჩკომ კარიერა დაასრულა. გუშინ 41 წლის სპორტსმენმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ქომაგებს მადლობას უხდის.
პროფესიონალურ რინგზე კლიჩკო 1996 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც ატლანტაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მან 64 ბრძოლა მოიგო, აქედან 53 ნოკაუტით.