https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გიორგი ბადრიძე: ქართველ დეპუტატებს არ ესმით როგორ მოქმედებს პოლიტიკა აშშ-ში

10:02; 11.02.2020
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

როჯერ ვიკერი, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენჯელი, მაიკლ მაკკაული, ბრაიან ბაბინი, მაიკლ კარპენტერი, პიტ ოლსონი ვილ ჰარდი, მარკვეინ მალინი, ჯიმ რაში და ჯინ შაჰინი _ეს, ის კონგრესმენები და სენატორებია, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას,  წერილი გაუგზავნეს, სადაც ,,ქართული ოცნების“ მთავრობას მწვავედ აკრიტიკებენ, ისინი აღშფოთებას გამოხატავენ ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევის, ანტი-ამერიკული პროპაგანდის გამო.  მათში შეშფოთებას იწვევს,  ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ახალი ამბების სააგენტოების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ საგამოძიებო საქმეების დაწყება. კონგრესმენები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებს, საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემცირების და ანაკლიის პორტის პოლიტიზირების გამო.

,,ბოლო წლებში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტენდენცია გამოვლინდა, რაც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. შედეგი არის ის, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება, რადგან ამერიკული და ევროპული ინტერესები შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ“,_ ნათქვამია კონგრესმენების წერილში

კონგრესმენი ბრაიან ბაბინი  წერს, რომ ამერიკული ინტერესები გახდა ძალადობის, კონტრაქტის გაწყვეტის, საკუთრების ჩამორთმევის და თავდასხმების ობიექტი. ამ ფაქტის თვალსაჩინო მაგალითს  წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ტეხასური კომპანიის, ფრონტერას მიმართ წარმოებული აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მთავრობის მხრიდან.

საქართველოს მთავრობას სენატორი როჯერ ვიკერიც აკრიტიკებს. მისი თქმით, პარლმენტის წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ ვერ მოახერხეს შეესრულებინათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაპირება, რომ გაატარებდნენ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც უზრუნველყოფდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას 2020 წელს..

კონგრესმენი მაიკ კარპენტერი კი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მთავრობამ აღნიშნული  წერილები  სერიოზულად უნდა მიიღოს, რადგან ეს არის   ორპარტიული გაფრთხილება ნეგატიური ტრენდების შესახებ.

ასევე, „ქართული ოცნების“ მთავრობამ მწვავე გზავნილი ევროკავშირიდანაც მიიღო. „ევროპის სახალხო პარტია“  იმედგაცრუებას გამოხატავს მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიმართულებით.

,,გურია ნიუსი“  კონგრესმენების და სენატორების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ წერილებთან დაკავშირებით, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტს, გიორგი ბადრიძეს ესაუბრა. მისი განცხადებით, ზოგიერთ დეპუტატს არ ესმის, როგორ მოქმედებს პოლიტიკა აშშ-ში. როცა  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტი გწერს და ამაზე ამბობ, მხოლოდ  1-2 კონგრესმენის თუ სენატორის პოზიციაა, მაშინ საქმე უფრო ცუდად არის.

მისივე თქმით, გამორიცხული არ არის სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და ქვეყანასაც, რომლის პრეცედენტი არის პლახოტნიუკი, რაც საქართველოს რეპუტაციაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა.

„არ ჭირდება იმას ბევრი მტკიცება, რომ აშშ, საქართველოს ყველაზე მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, მხარდამჭერი ჩვენი დამოუკიდებლობის და დემოკრატიის.  ასე, რომ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა და დემოკრატია ძალიან მჭიდროდ არის ერთმანეთან დაკავშირებული.

ჩვენ, ბუნებრივია, არ ვართ საუდის არაბეთი ან ისეთი პარტნიორი, რომელიც შეერთებულ შტატებს იქით წაუყენებს პირობებს. გვჭირდება მისი მხარდაჭერა და შესაბამისად, მოსმენა იმ მეგობრული რჩევებისა, რომელსაც ვიღებთ დამოუკიდებლობის დღიდან იმ დიდ დახმარებასთან ერთად, რომელსაც ეს ქვეყანა გვიწევს და რომლის გარეშეც, ჩვენ, აქამდე მოსვლა, ბევრად უფრო გაგვიჭირდებოდა.

კონგრესმენების წერილები და სხვა პარტნიორების სრულიად პირდაპირი მოთხოვნა გულისხმობს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.  საქართველოში დემოკრატიის და კონკრეტულად ჩვენი საარჩევნო სისტემის მიმართ პარტნიორები ყოველთვის იჩენდენ დიდ ყურადღებას, მაგრამ ამ წლის არჩევნები იქნება ერთგვარი შემოტრიალების წერტილი, რომელიც განსაზღვრავს საქართველო თავის მცდელობებში, რომ ჩამოყალიბებულია დემოკრატიულ სახელმწიფოდ, შედგა, მიაღწია წარმატებას თუ იხევს უკან. 2012 წელს ყველამ შეაფასა, არჩევნების შედეგად ძალაუფლების დემოკრატიულად გადაბარება  გამარჯვებული ძალისთვის, როგორც საქართველოს დემოკრატიის პროგრესი.

ყველას ჰქონდა მოლოდინი და იმედი, რომ ახალი ხელისუფლება ამ პლატფორმიდან მხოლოდ წინ წაიყვანდა საქართველოს, გამოასწორებდა იმ  ხარვეზებს, რაც   ჰქონდა ქართულ დემოკრატიას მანამდე, რომელსაც ჩვენი პარტნიორები მაშინაც აკრიტიკებდენ, 2012 წლამდე. სწორედ ამიტომ იმედი მიეცათ, რომ ეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა , რომლის წინა პირობა იყო  დემოკრატიულად ძალაუფლების გადაბარების, უფრო სწრაფი მოძრაობა ჩვენი  დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებისკენ, დღეს სრულიად აშკარაა, რომ მათ გაუჩნდათ ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ახლანდელი ხელისუფლება ამის ნაცვლად უფრო მეტად ზრუნავს ძალაუფლების შენარჩუნებაზე უკვე არადემოკრატიული გზებით, რადგან არსებობს ყველა ნიშანი, რომ მისი მხარდაჭერა საზოგადოებაში არ არის ისეთი, რომელიც საკმარისი იქნება დემოკრატიულად არჩევნების მოგებისთვის,“_ ამბობს ბადრიძე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ ეს არის რამოდენიმე კონგრესმენის თუ სენატორის განცხადება, რომელიც არ შეიძლება აღვიქვათ ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციად, როგორ  ფიქრობთ ეს შეიძლება აღვიქვათ როგორც აშშ-ს  ოფიციალური პოზიცია?

ეს განცხადებები კეთდება იმ ხალხის მიერ, რომელიც თავს იტყუებს ან ვინც ცდილობს მოატყუოს ქართული საზოგადოება.

ამერიკელი კონგრესის წევრები არ აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელებიც  არის მხოლოდ მათი საკუთარი აზრი, მითუმეტეს აზრი, რომელიც, როგორც ჩვენი ზოგიერთი დეპუტატი ამტკიცებს  ლობისტების და სხადასხვა  მექანიზმებით იყო ჩამოყალიბებული, უბრალოდ არ ესმით, როგორ მოქმედებს პოლიტიკა აშშ-ში. 

მითუმეტეს, როდესაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრი მოგწერს,  ეს არ არის 435 ქვედა პალატის წევრის წამომადგენლები და 100 სენატის წარმომადგენლის წერილი და არა  მხოლოდ 1-2-ის. ეს, თუ, გულწრფელად  არ ესმით, მაშინ საქმე უფრო უარესად არის, ვიდრე მე წამომედგინა.

მსგავსი წერილები და განცხადებები, ქვეყნის საგარეო იმიჯზე, როგორ აისახება?

საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება არის უმთავრესი წინაპირობა იქნება თუ არა ევროპისთვის, აშშ-სთვის და სხვა დემოკრატიული პარტნიორებისთვის ჩვენი ქვეყანა საკმარისად საინტერესო, რომ გააგრძელოს ძალისხმევა  ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკის მხარდაჭერისთვის.

მაგალითსითვის ვიტყვი, რომ  ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც  საქართველოს არ ჰქონდა განსაკუთრებით დემოკრატიული იმიჯი, დაიწყო აქტიური  მუშაობა დიდ საერთაშორისო პროექტებზე, (მაგ: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი) წინაპირობა იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა მიცემული პირობა, რომ ის გააუმჯობესებდა საქართველოში დემოკრატიის ხარისხს  2003 წლის არჩევნებში,  ამის არ შესრულებამ კი პრაქტიკულად ბოლო მოუღო ედუარდ შევარნაძის ხელისუფლების მიმართ დასავლეთის მხარდაჭერას. შესაბამისად, მთელი ისტორია განმეორდა, მომდევნო პერიოდშიც როდესაც გაძლიერდა საქართველოს მიმართ დახმარება, უზარმაზარი თანხები,პოლიტიკური და სხვა სახის დახმარება, რომელიც  მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ 2003 წლის შემდეგ, მაგრამ ეს იყო პირდაპირ კავშირში იმ იმედებთან, რომელსაც ჩვენ მათ ვაძლევდით, რომ დიახ ჩვენ გავაუმჯობესებდით ჩვენი დემოკრატიის ხარისხს.

საუკეთესო, ამ თავლსაზრისით, რაც მათ მიიღეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო უკვე ჩემს მიერ ნახსენები დემოკრატიული ცვლილება ხელისუფლების, მაგრამ ამის შემდეგ წინ უნდა წავსულიყავით და აშკარაა, რომ ჩვენ არ ვაჩვენებთ ამ პროგრესს პარტნიორებს. ეს პროგრესი სხვათაშორის ჩვენს პარტნიორებს კი არ სჭირდება, პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება, ქართულ საზოგადოებას. ქართული სახელმწიფო ვერ იქნება წარმატებული თუ ხელისუფლება იქნება იმ ჯგუფის ხელში, რომელიც კატეგორიულ უარს ამბობს მის გაშვებაზე დემოკრატიული გზით.

მოსალოდნელია თუ არა აშშ-მ პლახოტნიუკის მსგავსად ივანიშვილს ან მთავრობის სხვა წარმომადგენლებს დაუწესოს სანქციები?

ამის პრეცედენტები არსებობს, როდესაც არადემოკრატიული, ოლიგარქიული მართველობის სათავეში მყოფ პირებს დაწესებია სანქციები, სულ ბოლო იყო თქვენს მიერ ნახსენები მოლდოველი ოლიგარქი პლახოტნიუკი. არ ვიცი, რამდენად არის პირდაპირი ანალოგია ბიძინა ივანიშვილი მოლდოვას რეალობაში, მაგრამ  მგონია, რომ საკმაოდ დამაჯერებელ პრეცედენტად შეიძლება  გამოდგეს ეს ამბავი. ასე, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ უხეში დარღვევა დემოკრატიული უფლებებისა ქართველი ამომრჩევლების, შეიძლება, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს დაუჯდეს ფინანსური და პოლიტიკური სანქციები.

ამ ისტორიაში არ არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული მხარე. რაც უფრო მეტად გალანძღავენ და ცუდი დამოკიდებულება გაჩნდება „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ეს სრულად არ ნიშნავს, რომ ამით საქართველო ან ოპოზიცია მოიგებს. პირიქით, ეს  საქართველოს რეპუტაციაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ეს, არ არის მარტო ბიძინა ივანიშვილის პრობლემა, ეს საქართველოს იმიჯის პრობლემაა.  ეს, ბიძინა ივანიშვილს არ ესმოდა, როდესაც ოპოზიციაში იყო, თვითონ ყოველნაირად ცდილობდა მიხეილ სააკაშვილი გამოეყვანა 2008 წლის ომში დამნაშავედ, მას ეგონა, რომ ამით იხეირებდა. შეიძლება, ამით მიხეილ საკაშვილის იმიჯი გაეფუჭებინა, მაგრამ ის ამავე დროს  საქართველოს და პირველ რიგში საქართველოს იმჯს უთხრიდა ძირს. პრინციპში ახლა დიდად არ განსხვავდება ვითარება, არავის უნდა უხაროდეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ივანიშვილის და მოქმედი ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება. ფაქტია, რომ ყველა ახალ ხელისუფლებას, რომელიც მოვა „ქართული ოცნების“ შემდეგ ახლიდან მოუწევს დამტკიცება, რომ ის უბრუნდება დემოკრატიულ გზას, თუმცა,  მის მიმართ დამოკიდებულება უფრო ფრთხილი იქნება. საქართველოს ხელისუფლების სახელის გატეხვა არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელსაც დასჭირდება აღდგენა და ახლიდან დამტკიცება, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიის ერთგული.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია  ვაშინგტონში ჩავიდა და  მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმ კონგრესმენებთან, რომლებმაც ღიად გაარიტიკეს  ხელისუფლება. როგორ ფიქრობთ, ამით რამე შეიცვლება მათ განცხადებებში ?

ამ პოლიტიკოსებს, მიუხედავად რომ ახალგაზრდები არიან,  წარმოუდგენიათ მათი მშობლების თაობის მსგავსად, რომ მოსკოვში ჩადიოდნენ და ლაპარაკით და კონიაკით რაღაცეები გვარდებოდა. ბევრად უფრო სანდო წყარო აქვთ ყველა  ამერიკელ პოლიტიკოსებს საქართველოს შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რა თქმა უნდა, მათი პოზიციაც საინტერესო იყო და მოუსმინეს, მაგრამ ის თუ რას ეტყვის ბატონი კობახიძე, თალაკვაძე  თუ სხვა ვინმე არ არის საბოლოო ინსტაცია, რის საფუძველზეც, ეს ხალხი იღებს გადაწყვეტილებას. მათ აქვთ ინფორმაცია საკუთარი საელჩოებისგან, სხვა ორგანიზაციებიდან და მხოლოდ შეჯამებით და საერთო ანალიზით კეთდება დასკვნის გამოტანა თითოეული კონგრესმენის და ხელისუფლების მიერ. რა თქმა უნდა კონტაქტები სასარგებლო იქნება, მაგრამ არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ იქ ვიღაცასთან საუბრით აზრს შეუცვლიან ერთ დღეში, იმაზე რის შესახებაც დასკვნები გაკეთებული ქონდათ კომპლექსური ანალიზის შედეგად.

როგორ ფიქრობთ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ მსგავსი განცხადებები არ გაკეთდდეს პარტნიორების მხრიდან?

არ მგონია, ჩემი რჩევა მოეწონოს ამ ხელისუფლებას, იმიტომ რომ საუკეთესო რაც შეუძლიათ გააკეთონ, ეს არის, რომ დარჩენილ დროში სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნვეყოფა და წაგების შემთხვევაში (რომელიც ეხლა საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება) პატიოსნად აღიარება და გადაბარება ხელისუფლების გამარჯვებული მხარისთვის. ეს იქნებოდა ქართული დემოკრატიისთვის და საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის საუკეთესო ნაბიჯი. სხვთაშორის, ეს უფრო დიდ შანს მისცემდა, მათ შორის, პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ ისტორიაში პოზიტიურად შესულიყო, იმიტო რომ საპირისპირო ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭება მათ შორის, უკანონო, არადემოკრატიული გზებით, მას შესაბამის ადგილს მიუჩენს ისტორია.

2020 წლის  არჩევნები შეიძლება იყოს აშშ-თვის წითელი ხაზი, რომელიც გადამწყვეტ ნაბიჯებს გაადგმევინებს და საქართველოს მთავრობას სანქციებს დაუწესებს, რითაც საქართველო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება?

რა თქმა უნდა. საქართველო ისეთ მდგომარეობაშია, რომ ოდნავი მხარდაჭერის დაკარგვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ბევრად უფრო დასუსტებულ და პრაქტიკულად უიმედო ვითარებაში დატოვებს რუსეთის პირისპირ. ეს იქნება პრაქტიკულად თვითმკვლეობის ტოლფასი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

არსებულ ვითარებას რუსეთი  როგორ იყენებს ან როგორ შეიძლება გამოიყენოს?

რუსეთი საკმაოდ  წყნარად უყურებს ამ ყველაფერს. სამწუხაროდ, ადასტურებს, რომ ამ ხელისუფლების საქციელი მას აკმაყოფილებს. აკმაყოფილებს ქართული დემოკრატიის დასუსტება და იმ მხარდაჭერის კითხვისქვეშ დაყენება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ რუსეთისგან თავის დასაცავად.

სამოქალაქო საზოგადოებამ როგორ უნდა იმოქმედოს, როგორია მათი როლი, რომ აღნიშნული მოვლენები მშვიდად დასრულდეს,  ქვეყანამ აიცილოს სანქციები და არ დაკარგოს ამერიკის მხარდაჭერა?

თუ ქართულ საზოგადოებას არ ექნება აქტიური პოზიცია, არ იქნება მთავარი მოთამაშე ამ პოლიტიკურ პროცესებში, მარტო ამერიკის მხარდაჭერა, ვთქვათ დასავლეთსა და ხელისუფლებას თუ ოპოზიციას შორის დიალოგი ამ ქვეყნის მომავალს ვერ განსაზღვრავს. ზუსტად, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა არის მთავარი გამოსავალი იმისთვის, რომ ხელისუფლება ამ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდეს ქართული საზოგადოების ინტერესებში, რომ მის ინტერესებს გამოხატავდეს.  ვერანაირ რჩევას დასავლეთიდან და მოლაპარაკებებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ქვეყნის შიგნით ჩვენს საზოგადოებას უკეთეს მომომავალს ვერ შეუქმნის თუ ეს საზოგადოება იქნება პასიური.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ

21:31; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს – MDF-ის კვლევა

15:08; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

13:45; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ განთავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთვისგან, სახელმწიფო მხარში დაუდგება”- სარჯველაძე

10:58; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მომდევნო წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, დაახლოებით, 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება

10:35; 20 დეკემბერი, 2025

დღეს უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეა

მუსიკა და ჯანმრთელობა

ყველა სიახლე

მსოფლიო

რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

19:15; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს პროკურატურა გირაოს გადახდას თხოვს

18:31; 22.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

17:59; 22.12.2025
საზოგადოება

ანრი ჯოხაძე, “შერეკილები”, ოთო ნემსაძე – კიდევ ვინ იმღერებს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე

17:49; 22.12.2025
ფინანსები

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

17:17; 22.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე ელჩების შეკრების მონაწილეებს მიმართავს

16:37; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: „საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შენებას იწყებს“

16:05; 22.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა

15:23; 22.12.2025
ფინანსები

შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად სასტუმრო ტელეგრაფში

14:33; 22.12.2025
ფინანსები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

14:17; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: რკინიგზის  მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დრო შემცირდება

14:12; 22.12.2025
მსოფლიო

მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

14:05; 22.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის AI-ის შესახებ ვორკშოპი გაიმართება

13:40; 22.12.2025
მსოფლიო

უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

13:27; 22.12.2025
საზოგადოება

გადაწყვეტილება ძალაში 1-ელი იანვრიდან შევა _ ვის დაუბრუნებენ ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს

12:44; 22.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო