საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მანჩესტერში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ინგლისელ ხალხს.ჩვენ მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით ამ განსაცდელის დროს. გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ, საერთო ძალებით, მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში“, _ ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.