სახალხო დამცველის პოსტზე ,,პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გიორგი ფოფხაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც გიორგი ფოფხაძე აცხადებს, მისი მთავარი ამოცანაა ,,შრომის კოდექსზე“ მუშაობა და ყველა ადამიანის უფლების დაცვა, განურჩევლად უმცირესობებისა.
,,ჩემი მთავარი მიმართულება იქნება, პირველ რიგში, ”შრომის კოდექსი”, ეს არის ყველაზე მთავარი, რაც ამ წუთში ჩვენ გვჭირდება.
ასევე, მძიმე სოციალურ ფონზე მუშაობა, რელიგიური და ნებისმიერი უმცირესობის დაცვა, ასევე უმრავლესობის დაცვა და ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვა.
ვნახოთ, რამდენად იქნება ჩემი წინადადებები მისაღები პარლამენტისთვის, რადგან არ დაგიმალავთ, რომ ძალიან ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად, თუმცა, იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ამ ყველაფერს“ _ განაცხადა გიორგი ფოფხაძემ
გიორგი ფოფხაძეს პარლამენტი დღეს მოუსმენს.