“სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” გადალახა ყოველგვარი გონიერების ზღვარი და ზიანი მიაყენა არა ქვეყნის დემოკრატიას არამედ საქართველოს და მისი მოქალაქეების აწმყოს და მომავალს”,_ ასეთ შეფასებას აძლევს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე დღეს დილით ნაციონალური მოძრაობის ოფისში განვითარებულ მოვლენებს და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს.
“ჯერ კიდევ სანამ დროა და არსებობს პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებით განმუხტვის შესაძლებლობა, შეაჩერეთ კანონის უზენაესობის სახელით საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ დაწყებული ძალადობა.
მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, ცივილიზებულ მსოფლიოს, ოპოზიცია მარტო არ მიატოვოს ტოტალიტარული მიდრეკილებების ხელისუფლებასთან, რომელიც არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს!”- წერს გიორგი ვაშაძე.