გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის პიკეტირებისკენ მიუწოდა. მისი თქმით, მოხდება შენობის მარჯვენა მარცხენა და უკანა მხარეს არსებული შესასვლელების პიკეტირება. “გთხოვთ, დავიძრათ ნაკადები, ვინც ღამით პიკეტირებისთვის მზად არის, აბა წავედით, გამოგვყევით”,-განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, აქტივისტები პარლამენტის წინაც დარჩებიან.